ნეიტრალურ წყლებში, თურქულ სამოქალაქო გემზე ორი რუსული დრონით საშინელი თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გემს სიმინდი გადაჰქონდა და მის ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„სამწუხაროდ, ცნობილია, რომ გემის კაპიტანი დაიღუპა. ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა. უკრაინამ დეესკალაციისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ წინადადებები არაერთხელ წარადგინა. შესაბამისი წინადადებები მესამე ქვეყნებსაც ჰქონდათ, თუმცა რუსეთი ტერორსა და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ირჩევს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
შეგახსენებთ, რუმინეთის სანაპიროსთან დრონებით დარტყმის შედეგად თურქული გემი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა. როგორც ცნობილია, მარცვლეულით დატვირთული გემი ROYAD MAMMADOV-ი, უკრაინის იზმაილის პორტიდან იტალიისკენ გადაადგილდებოდა.