საბა სხვიტარიძე - №6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია, პატიმარმა ვენები გადაიჭრა, გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია - გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, ხოლო ნაწილი დეესკალაციის ოთახშია გადაყვანილი.

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.

პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა