ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ რუსეთის ტერორისტული ესკალაცია, თავდაცვის ახალი პაკეტები უკვე მზადდება - გუნდები მუშაობას განაგრძობენ უკრაინაში ფრანგული რაკეტებისა და საჰაერო ბომბების წარმოების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მადლობა საფრანგეთს სრული მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ტერორისტული ესკალაცია და ჩვენი თავდაცვითი საჭიროებები. თავდაცვის ახალი პაკეტები უკვე მზადდება და ველით, რომ უკრაინაში მალე ჩამოვა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინელი პილოტები საფრანგეთში ფრანგულ Rafale-ს ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებს დაიწყებენ.

„ასევე, ჩვენი გუნდები მუშაობას განაგრძობენ უკრაინაში ფრანგული რაკეტებისა და საჰაერო ბომბების წარმოების შესახებ. FREYJA-ს სისტემას აქტიურად ვამზადებთ. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად ყველაფერს შეხვედრის დროს განვიხილავთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა