ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის მზადაა. მზადყოფნა რუსეთის მხრიდან არის საჭირო. ახლა დიპლომატია რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ამჟამად, ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებსა და ევროპის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე არიან ორიენტირებული“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფრო უკეთ იცის, თუ რა ხდება ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში და დარტყმების სტატისტიკას უკეთ იცნობს, ვიდრე იმას, თუ რა სიტუაციაა რეალურად ფრონტის ხაზზე.
„მისი პრიორიტეტები ნათელია. ამერიკისა და ჩვენი ყველა ძლიერი პარტნიორისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ის, რომ რუსეთს მკვლელობის ნაცვლად დიპლომატიისკენ უბიძგონ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.