ლიეტუვაში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საკითხს განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ ლიეტუვის წინადადებას განიხილავს.
„ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. ლიეტუვაში ბევრ ადამიანს ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ხალხია“, - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ქვეყანაში ამერიკული მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების წინადადება წამოაყენა.