საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა. მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა.
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩატარდა.
როგორც ცნობილია, უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები B ლიგის მე-2 ჯგუფში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი არიან. რაც შეეხება შედეგებს, საქართველო- ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა; საქართველო - უკრაინა - 0:0; უნგრეთი - საქართველო - 1:0.
ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ დასკვნით შეხვედრას გამართავს - უნგრეთთან თბილისში, ხოლო უკრაინასთან - სლოვაკეთში. სწორედ ეს ორი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი ჯგუფში საბოლოო ადგილების გასანაწილებლად. დღეისთვის ქულათა გადანაწილებით ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, საქართველო კი ბოლო ადგილზეა.