მედია - მოსკოვს დრონებით უტევენ, აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსკოვის ოლქზე სხვადასხვა მიმართულებიდან დრონებით შეტევა ხორციელდება, - ინფორმაციას “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის მიმართულებით 650 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერია. მერის ინფორმაციით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ“.

„5 ოქტომბრის 20:30 საათიდან 6 ოქტომბრის, დილის 5:00 საათამდე, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 650 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა“, - განაცხადა სობიანინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, „როსავიაციამ“ “ვნუკოვოს”, “დომოდედოვოს”, “შერემეტიევოსა” და “ჟუკოვსკის” აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა