ალექსეი გონჩარენკო, რუსეთთან დათმობაზე წასვლის მოწოდების გამო, ფრაქციიდან გარიცხეს

უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და მასთან დათმობაზე წასვლის მოწოდებით გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფრაქცია „ევროპული სოლიდარობა“ აცხადებს, რომ ის არის დემოკრატიული პარტია, რომელშიც ყოველთვის არის ადგილი დისკუსიისა და ცხარე დებატებისთვისაც კი. თუმცა, ეს დისკუსიები არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“.

„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული კვირის ბოლოს, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომის გაგრძელება უშედეგო და უკიდურესად საშიშია უკრაინისთვის და რომ ამიტომ ღირს რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მშვიდობის გამო. „ამჟამად რეალობა ასეთია: ომს ვაგებთ, უამრავ ადამიანს ვკარგავთ; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის სამართავადაც კი”, - დაწერა გონჩარენკომ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა