CNN - დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დიზელის საწვავის ფასების რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირებას წითელი საღებავით შეღებილ დიზელზე შეზღუდვების მოხსნით ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპმა ნებრასკას შტატში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ აღნიშნული ბრძანებით ისინი „წითლად შეღებილი დიზელის შეძენას დაუბეგრავად შეძლებენ“.

„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

წითლად შეღებილი დიზელის საწვავი ქიმიური შემადგენლობით ჩვეულებრივი დიზელისგან არაფრით განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება წითელი ფერი და მისი დანიშნულებაა. წითელი საღებავით შეღებილი დიზელის საწვავი გადასახადით არ იბეგრება და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც გამოცემა წერს, გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფალი დიზელის საწვავის გამოყენებაზე ნებართვის გაცემით ყველაზე მეტად სატვირთო ავტომობილების მძღოლები ისარგებლებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა