ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს

ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს

დღეს ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„6-13 ოქტომბერს ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს. 7 დღის მანძილზე ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რომლის დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.