კანადური მედია - კანადის კვებეკის პროვინციის არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

კანადის კვებეკის პროვინციის არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას კანადური გამოცემა Le Devoir-ი ავრცელებს.

კვებეკის პროვინციაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „კვებეკის პარტიამ“ (Parti Québécois) გაიმარჯვა, რომელიც მხარს პროვინციის კანადიდან გამოყოფას უჭერს.

არჩევნებში „კვებეკის პარტიამ“ ხმების 28% აიღო და პარლამენტში 59 მანდატს მიიღებს, თუმცა პარტია უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს. მეორე ადგილზე კვებეკის „ლიბერალური პარტია“ გავიდა ხმების 24%-ით, ხოლო მესამე ადგილი „კონსერვატიულმა პარტიამ“ დაიკავა ხმების 20%-ით.

„კვებეკის პარტიის“ ლიდერსა და პროვინციის მომავალ პრემიერ-მინისტრს პოლ სენ-პიერ პლამონდონს უმცირესობის მთავრობის ფორმირება მოუწევს.

კვებეკის 127 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 64 მანდატია საჭირო.

„მე კვლავ ვაგრძელებ ოცნებას ამ ქვეყნის შესახებ. ჩვენ არ დავივიწყებთ, რომ თავიანთი მომავლის შესახებ კვებეკელებს დავეკითხოთ“, - განაცხადა პოლ სენ-პიერ პლამონდონმა მხარდაჭერების წინაშე.

ცნობისთვის, ფრანგულენოვან კვებეკში მისი სუვერენიტეტის საკითხზე წარსულში ორი რეფერენდუმი ჩატარდა. კანადისგან გამოყოფის შესახებ 1980 და 1995 წლებში ჩატარებული ორივე რეფერენდუმი ჩავარდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა