ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული რადიო ავრცელებს.
შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გემების ეკიპაჟის წევრებმა დრონებით დარტყმის შემდეგ განგაშის სიგნალები გაგზავნეს.
ქალაქ ვარნას საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა რუმენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟის წევრები დაკარგულად ითვლებიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი მეზღვაურები მაშველებმა გადაარჩინეს.
ერთი გემი - ABLE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, ხოლო მეორე - ALFA WATAN ტოგოს დროშის ქვეშ გადაადგილდება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა მოიწვია.