მიხეილ სააკაშვილი - ბორია, მოდი აქ - პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის

ბორია მოდი აქ! - პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან

თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ბრაზილიასთან და მის დაკავებულ პრეზიდენტთან ბოლსონაროსთნ, რომლის ვაჟიც დღეს ბრაზილიაში იყრის კენჭს და სააკაშვილის თქმით, მის მოწინააღმდეგე ლულას, ანუ ადამიანს, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი დააკავა, დიდი უპირატესობით ამარცხებს.

„ბორია მოდი აქ!

შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.

ჰოდა ახლა ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის ბოლსონაროს შვილი ფლავიო, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ციხიდან გამოუშვებს საკუთარ მამას და ის დიდი უპირატესობით ამარცხებს ლულას.

ჰოდა მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!”, - წერს სააკაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა