ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპაში რუსული გაზის იმპორტი 12%-მდეა შემცირებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დავიყვანთ

დღეს რუსული გაზის იმპორტის წილი 12%-მდეა შემცირებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დავიყვანთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევოპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოთხი წლის წინ რუსეთი ჩვენს დაშანტაჟებას შეეცადა. იმ პერიოდში ჩვენი გაზის იმპორტის 45% რუსეთიდან შემოდიოდა. თითქმის ერთ ღამეში მომარაგება თითქმის სრულად შეწყდა. თუმცა, ევროპა გაერთიანდა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერები გამოვედით. მოვახდინეთ მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და მნიშვნელოვნად დავაჩქარეთ ინვესტიციები ადგილობრივ სუფთა ენერგიაში. დღეს რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 12%-მდე შემცირდა; მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დავიყვანთ”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, დღეს ევროპა ელექტროენერგიის 70%-ზე მეტს ადგილობრივი და სუფთა წყაროებიდან - განახლებადი ენერგიისა და ბირთვული ენერგიისგან - იღებს.

„2022 წლის კრიზისის დროს მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით, დღეს ჩვენ ნაკლებად მოწყვლადები და უკეთეს მდგომარეობაში ვართ. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს ვიღებთ, იმავე ლოგიკას უნდა ეფუძნებოდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ წევრ სახელმწიფოებს არსებულ ზეწოლასთან გამკლავებაში. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა გავაგრძელოთ იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რომლებიც დაუცველს გვხდის წიაღისეული საწვავის არასტაბილური უცხოური ბაზრების მიმართ. უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები ჩვენი მდგრადობის გასაძლიერებლად”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა