ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს - საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს!

ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს, - ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პოზიციას, რომ „კადრებში რაც ნახა, არ ჩანს, რომ გიორგი დავითაძე თითით გააუპატიურეს“.

დავითაძის თქმით, ლევან იოსელიანს სახალხო დამცველი არ ჰქვია და ვერც მოვალეობას ასრულებს.

„ასე რომ, ჩვენ, საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! ეს არის ამ ხელისუფლების დამცველი და მგონი ისეა დაშინებული, როგორც გიორგის მოექცნენ, ისე რომ არ მოექცნენ, ამიტომაც ვეღარაფერს ამბობს. ეს კაცია ლევან იოსელიანი, რომელიც არა ხალხის უფლებებს და წამებული ადამიანის უფლებებს იცავს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს“, - განაცხადა დავითაძემ.

ამ წუთებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი, ასევე სიმბოლურად სამედიცინო ხელთათმანი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა