ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე - მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განაცხადა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, არსებულ შეკითხვებზე პასუხები იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ უნდა გასცეს.

“ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. როდესაც საუბარია პატიმრის პირად შემოწმებაზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილია ყველა საფუძველი, დეტალურად როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი შემოწმება მოხდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

ამიტომ, პროკურატურისგან მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში გაკეთდეს განმარტება - რატომ მოხდა დეესკალაციის ოთახში კონკრეტული პატიმრების ჩაყვანა, შედგა თუ არა ოქმი, როგორ შედგა ის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, არის თუ არა უწყვეტი კადრები და აქვს თუ არა ადგილი მონტაჟს. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები გვაქვს.

მით უმეტეს, როდესაც გამოვიდა მინისტრი, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა საკითხში და პასუხი არ გასცა მნიშვნელოვან შეკითხვებს. პირიქით, მან ისიც თქვა, რომ არ იცოდა საფუძველი, რატომ ჩაიყვანეს კონკრეტული პირი დეესკალაციის ოთახში. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა.

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას. ახლა პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ინფორმაციისთვის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა