სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ.
ისინი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადადიან.
მათი მოთხოვნაა, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მათ პირდაპირი ეთერი დაუთმოს.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.