ირაკლი ფავლენიშვილი - კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი - იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ

[გიორგი დავითაძის საქმე] ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში - საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ინფორმაცია უფლებადამცველებისგან, პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ციხეები გადავსებულია, პატიმრები საუბრობენ, მათ შორის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. არცერთი ეს ფაქტი არ იქნა გამოძიებული. ასევე, ვიხილეთ, შემზარავი ფაქტი, როდესაც ადამიანი, ქართველი კაცი საუბრობს გაუპატიურებაზე. ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, კონკრეტული ადამიანის ჩვენებაა, სადაც ის ამბობს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში. ამ კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი. საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება. იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა