სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელ ტყვეებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროების გამო უკრაინის ბოდიში „არადამაკმაყოფილებელია“

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელ ტყვეებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროების გამო უკრაინის ბოდიში „არადამაკმაყოფილებელია“.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ჰიუნმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მიღებულმა ბოდიშმა სეულის მოლოდინები ვერ გაამართლა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, რომელმაც აღნიშნა, თუ რამდენად რთულია ეს სიტუაცია. შეტყობინებები, რომლებიც მე სიბიგასგან მივიღე, ბოდიშს შეიცავდა. თუმცა, ის იმ დონისგან განსხვავდება, რომელსაც ჩვენ ველით. ამიტომ, ჩვენ მკაცრი ზომების მიღებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ გასულ თვეში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა, რამაც სეულის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა