იოჰან ვადეფული - პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ, ასევე მოლდოვაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და ბალტიის ქვეყნებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. თუ ამ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას: თუ ეს მართლაც უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ ის, სავარაუდოდ, ცდილობს, სიტუაცია “გამოასწოროს” და აღადგინოს ის, რაც ადრე არსებობდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, არსებობს პრეტენზია, იდეა, კონცეფცია იმისა, რომ აღდგეს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო.

“აღნიშნული მოიცავს უკრაინას და ახლა უკვე საქართველოსაც, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ; ასევე მოიცავს მოლდოვაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და, ბუნებრივია, ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც, რომლებიც ამჟამად ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არიან”, - აღნიშნა ვადეფულმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე