შალვა პაპუაშვილი - უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს.

პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, წელს ორგანიზაციას ნაურუ შეუერთდა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ქართული დელეგაცია შეხვედრას გეგმავს.

პაპუაშვილის განმარტებით, ნაურუმ ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა.

“შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს.

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასამბლეა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება მომხდარიყო. წელს ასამბლეაზე გაწევრიანდა ნაურუ. შესაძლებლობა გვექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც შევხვდეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ნაურუმ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მას ამ ასამბლეის წევრობისთვის, შესაბამისად, გზა გაეხსნა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ორმხრივ ფორმატშიც ვისაუბროთ და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართოთ.

გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოებითაც ყველა ქვეყანას ვერ ფარავს. შესაბამისად, ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ, მათთან ურთიერთობა გვქონდეს და ამ მხრივ ის პრობლემატიკა გავავრცელოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივ არენაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა