ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება.

ეუთოში კვლევის წარმდგენებს შორის არიან ექიმი გიორგი კამკამიძე, ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი.

კვლევა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, რომელთა ინფორმაციით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევამ საპროტესტო აქციის 524 მონაწილე მოიცვა, რომელთაც აღწერეს, რა სიმპტომები ჰქონდათ და რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული. ბევრისთვის ისინი არ გამქრალა.

წარდგენილი კვლევის მიგნებები ასეთია: -

გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ სმენის პრობლემები (დაქვეითება ან შუილი) წელიწადზე მეტის შემდეგაც აღენიშნებოდა;

23% - თავის ტკივილი წელიწადზე მეტის შემდეგაც;

10% - მხედველობის პრობლემები (თვალის ყველა სიმპტომი) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

12% - სუნთქვის პრობლემები (სუნთქვა, ხველა, ფილტვის დაავადება) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

41% — მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები წელიწადზე მეტის შემდეგაც;

37% — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (შფოთვა, განწყობა, გაღიზიანებადობა, უძილობა) წელიწადზე მეტის შემდეგაც.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე