სერგეი ლავროვი - უკრაინის კონფლიქტი ყველა ძირეული მიზეზის აღმოფხვრის გზით უნდა მოგვარდეს

უკრაინის კონფლიქტი საიმედოდ, ყველა ძირეული მიზეზის აღმოფხვრის გზით, უნდა მოგვარდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩემს კოლეგას (აღმოსავლეთ ტიმორიდან ბენდიტო ფრეიტასს) უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე და ხაზი გავუსვი ამ კრიზისის საიმედოდ მოგვარების აუცილებლობას მისი ცნობილი ძირეული მიზეზების აღმოფხვრით“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნათლად განაცხადა, თუ როგორი იქნება მოსკოვის პასუხი კალინინგრადის ოლქზე ან “რუსეთის ნებისმიერ სხვა რეგიონზე” თავდასხმის შემთხვევაში.

„ვალდაის ფორუმზე პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ უპასუხა კითხვას, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კალინგრადის ოლქზე თავდასხმა მაინც განხორციელდება. მან თქვა, რომ კალინინგრადის ოლქზე, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ოლქზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი ერთი იქნება”, - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ნატო-ს ხელმძღვანელობამ ადრე დაარწმუნა მოსკოვი, რომ ალიანსი რუსეთზე თავდასხმას არ ამზადებდა.

ლავროვის თქმით, ბალტიის ქვეყნებმა და ნატო-ს სხვა წევრებმა ადრეც გამოთქვეს მუქარა კალინინგრადის რეგიონის მიმართ და რუსეთმა საპასუხოდ მკაფიო განცხადება გააკეთა.

“მაშინვე დაიწყეს ჩვენი დარწმუნება, ეს გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ბატონმა უიტაკერმა, აშშ-ის წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მათ დაიწყეს ჩვენი დარწმუნება, რომ ნატო-ს არ აქვს რუსეთზე თავდასხმის გეგმები და არც შეიძლება ჰქონდეს”, - აღნიშნა ლავროვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა