PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

საქართველოს საზღვაო და ლოგისტიკურ სექტორში მოქმედი წამყვანი კომპანია PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის განვითარების გზაზე და კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესგარემოში.

„2009 წლიდან PRIME MARINE მომხმარებლებს საქართველოს ნავსადგურებში გემების აგენტირებისა და ტვირთების ექსპედირების სრულ და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ აღიარებულ გემების სააგენტო კომპანიას და სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება PRIME MARINE-ს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, საზღვაო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებასა და დარგობრივი ინიციატივების მხარდაჭერის პროცესში“-განაცხადა PRIME MARINE-ს დირექტორმა ზაზა ვარშანიძემ.

აღსანიშნავია, რომ PRIME MARINE ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ გაერთიანებებში, როგორებიცაა BIMCO, FIATA, FONASBA, AFG, EUGBC და ACCI, და წარმოადგენს „შავი ზღვის პლატფორმის“ გენერალურ პარტნიორს.

„მივესალმებით PRIME MARINE-ის გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. საზღვაო და ლოგისტიკური სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დარწმუნებულნი ვართ, კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტები ღირებულ წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის გაძლიერებაში,“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა