გერმანული მედია - გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ტობიას რაუშის კანდიდატურას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის 29 წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გერმანიის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტში პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ასევე, რაუშის კანდიდატურის მხარდამჭერ კიდევ ერთ პარტიას - „სარა ვაგენკნეხტის ალიანსს“ სულ, 44 მანდატი აქვთ.

შესაბამისად, რაუშმა 4 ხმა სხვა პარტიებისგან მიიღო. როგორც ცნობილია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეები“ და „მემარცხენე პარტია“ რაუშის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებდნენ, ხოლო გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ თავის შეკავებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე პარტიამ - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - გაიმარჯვა. პარტიამ არჩევნებზე ხმების 43.8% მიიღო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა