პაველ ჰერჩინსკი - ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს - ეს ასე არ არის, ეს ცრუ დილემაა - არ მეშინია, რომ ძალიან ღიად ვთქვა: მიყვარს საქართველო!

ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. თქვენ არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ცრუ დილემაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში (სანგუ) სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან მასწავლებლებსა და მომავალ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა.

“ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს. თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაჩემიც და მამაჩემიც ორივე მასწავლებლები იყვნენ. “სანგუ” გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია, ღრმად გქონდეს ფესვები გადგმული საკუთარ ტრადიციაში, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და საერთაშორისო კავშირების მქონე. ვფიქრობ, ამაში უფრო ფართო გზავნილია, რომელიც სცდება მხოლოდ “სანგუს”. ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. თქვენ არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ცრუ დილემაა. როგორც “სანგუსთვის”, ასევე საქართველოსთვის შესაძლებელია, რომ ღრმად გქონდეს ფესვები გადგმული ტრადიციებსა და ქრისტიანობაში და ამავდროულად, იყო ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან”, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო უყვარს და ამის ღიად თქმის არ ეშინია.

“საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ მიყვარს. არ მეშინია, რომ ეს ძალიან ღიად ვთქვა: მიყვარს საქართველო”, - აღნიშნა ელჩმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა