რელიგიის სააგენტოს სტუდენტები ეწვივნენ

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს მასპინძლობდა. ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის - „შეიცანი შენი ქვეყანა“ ფარგლებში, ახალგაზრდების ჯგუფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა, რომელმაც მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასრულებისას კი მათ საჩუქრად ბიბლია და ყურანი გადაეცათ.

„რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ფორმატის, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების, რელიგიური კონფესიების მდგომარეობისა და სახელმწიფოს დახმარების, ტოლერანტული გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე ახალგაზრდათა ჯგუფს სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა. მანვე უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საჩუქრად ბიბლია და ყურანი გადაეცათ.

ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“, „ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით“, ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათში სამოქალაქო ღირებულებების ფორმირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა