მარკო რუბიო - რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს

რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისლანდიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რუსეთი ვალდებულია, რომ მსოფლიოს უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიაროს. ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა რუბიომ.

ასევე, რუბიოს თქმით, აშშ-ს შეუძლია რუსეთს დაეხმაროს, თუ სიტუაცია იმაზე სერიოზული აღმოჩნდება, ვიდრე ეს აქამდეა ცნობილი, თუმცა ამისთვის მეტი ინფორმაციის გაზიარებაა საჭირო.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. მედიის ინფორმაციით, შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა