მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა - შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად

სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომელიც „რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალებას“ ეხმაურება.

მისივე თქმით, ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.

„სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად!

ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.

„ქოცებო“ ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა, რუსეთში, შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორანტის გარდაცვალების გამო, საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა