შალვა პაპუაშვილი - ზოდელავა და სხვებზე როცა ვსაუბრობთ, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და ინანიებენ, მათი უნამუსობით არიან ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

ზოდელავა და სხვებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და ინანიებენ, მათი უნამუსობით არიან ეს ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ დანაშაულს და გამოვლენ გარეთ, ამით გზას გაუხსნიან მათივე უნამუსობის პატიმრებს, რომლებიც დღემდე ციხეში არიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, აღიარონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე.

„4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომელიც დღეს სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები. შეაგულიანეს, თვეები აწარმოეს კამპანია, სალომე ზურაბიშვილს წარმოაჩენდნენ როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მასთან დადიოდნენ დიპლომატები და უცხოელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის დროშის ფონზე პოზირებდნენ მასთან და ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ შეაგულიანეს რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე. ეს ადამიანები ციხეში მიატოვეს, იხდიან სასჯელს. ის რადიკალები, რომლებიც იმ ადგილიდან გაიქცნენ, დღეს მშვიდად არიან, გარეთ, წყნარად, როდესაც სხვები დღეს მათი უნამუსობის პატიმრები არიან.

ზოდელავა და სხვებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და ინანიებენ, ბოდიშს იხდიან დანაშაულის გამო, მათი უნამუსობით არიან ეს ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ დანაშაულს და გამოვლენ გარეთ, ამით გზას გაუხსნიან მათივე უნამუსობის პატიმრებს, რომლებიც დღემდე ციხეში არიან.

ამ ადამიანებს ერთს ვეტყვი: არავინ, დედამიწის ზურგზე არ სვამს კითხვას, 4 ოქტომბერი იყო მშვიდობიანი, თუ ძალადობრივი აქცია. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ძალადობა, შტურმი, დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ, აღიარონ ის, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმაზე, რომ აღარ ჩაიდენენ ასეთ დანაშაულს ქვეყნის წინაშე და სახელმწიფო მათ მიმართ ლმობიერი იქნება...

გახსოვთ, ბრიუსელიდან წაქეზებები. ერთადერთი, ვისაც ახლა მათი ციხეში ყოფნა სჭირდებათ, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებს და დებატებისას მათ სახელებს იყენებენ. ისინი, დღეს არიან იარაღი უცხო სახელმწიფოების თუ მთავრობების, ჯგუფების ხელში ქვეყნის წინააღმდეგ. გააცნობიერონ ეს და საკუთარი თავი არ გამოაყენებინონ იარაღად, რასა იუკნევიჩიანეებს და მსგავს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 7-7 წლით, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა