ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი

სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ - საქმე მტკიცებულებების გარეშე.

„ობიექტური გამოძიების პირობებში შეუძლებელი იყო, რომ გამოძიებას ის შედეგი დაედო, რასაც ჰქვია ბრალის სტანდარტი და სასამართლოში წარემართა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ასევე შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ - საქმე მტკიცებულებების გარეშე. შეუძლებელია სამართლებრივი სტანდარტი არსებობდეს მხოლოდ ირიბი მოწმეთა ჩვენებებით. გამომდინარე აქედან, სამართლიანი განხილვის პირობებში, ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ ველოდებით, რომ უნდა დადგეს ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

არ აკმაყოფილებს სამართლებრივ სტანდარტს ის საფუძველი, რაც აქვს გამოძიებას. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი სამართლებრივი გზა არის გამოყენებული. უმძიმეს ბრალდებას უყენებს სახელმწიფო ბრალდება, ეს ხომ უნდა დასტურდებოდეს რაიმე სახის არსებითი ხელშესახები მტკიცებულებებით? ნებისმიერი გზა, რომელიც სამართლის ტაძართან მიგვიყვანს, ეს ჩვენი მხრიდან იქნება სამართლებრივად ათვისებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა