ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.

კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ: ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; ევა გოცირიძე - წევრი; გიორგი თევდორაშვილი - წევრი; გოგა კიკილაშვილი - წევრი.

შეგახსენებთ, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. მანამდე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა