პრემიერი - რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი  წარმატებით განხორციელდა, შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული იერსახე

დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე.

„ეს შენობა იმდენივე წლისაა, რამდენისაც არის თავად ქალაქი რუსთავი. 1948 წელს, როდესაც რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, სწორედ აქ აშენდა კულტურის სახლი. აქ იდგმებოდა პირველი სპექტაკლები, იმართებოდა პირველი კონცერტები. ამ სცენაზე მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები, მათ შორის მედეა ჯაფარიძე და ჰამლეტ გონაშვილი. აქვე იწყებდნენ შემოქმედებით გზას ლეგენდარული ანსამბლი „რუსთავი" და ჯგუფი „ბერმუხა". წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ეს შენობა დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს პროექტი რუსთავის მერის, ქალბატონ ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაიწყო და რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე, თუმცა შინაარსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსთავის არტ-პავილიონში მოეწყო დარბაზი უახლესი აკუსტიკითა და განათებით, სარეპეტიციო სივრცეებით, ხმის ჩამწერი სტუდიითა და ღია ამფითეატრით.

„განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ აქ კვლავ ბრუნდება ანსამბლი „რუსთავი", აქ დაიდებს ბინას ანსამბლი „თუთარჩელა", გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და ამოქმედდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, არტ-პავილიონი კვლავ გახდება რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ცენტრი - ადგილი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას, კლასიკურ ხელოვნებას და ახალგაზრდულ შემოქმედებით ენერგიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. წარმატებებს ვუსურვებ ამ სივრცეს და თითოეულ თქვენგანს!", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა