ვახუშტი მენაბდე გიორგი დავითაძის საქმეზე - ყველაფერი, რასაც საზოგადოება უყურებს, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას, აქ ლაპარაკია არა ცალკეულ გადაცდომებზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე

ციხეებში არსებული მდგომარეობა დაკავშირებულია კონკრეტული ციხის მართვის სისტემასთან, რომელიც ადამიანის დათრგუნვაზე, მის ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე და მორალურ გატეხაზეა ორიენტირებული, - ასე ეხმაურება მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის გაუპატიურებაში დადანაშაულებას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „გამოძიება არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს“.

„ყველაფერი, რასაც ქართული საზოგადოება უყურებს, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. აქ ლაპარაკია არა ცალკეულ გადაცდომებზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე. ციხეების გადავსებულობა გამოტანილი ამბავი კი არ არის ან ირიბი ანალიზი, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია, რომ ციხეები არის გადავსებული და ადგილები კანტიკუნტადაა დარჩენილი, რაც უკვე წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს პატიმრების არასათანადო მოპყრობისთვის.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“, როგორც ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის სტილის ანალიზის შედეგად, რაც დაკავშირებულია იმასთან, როგორ იქცევა ის პროტესტის წინააღმდეგ, რა მეთოდებს იყენებს, რაზე აქვთ დაშვება და ბრძანება პოლიციელებს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი ბატონი დავითაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით. ისიც კი, რასაც პროპაგანდა გვეუბნება, ის არგუმენტებიც კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ის გამართლება, რაზეც ისინი საუბრობენ, სინამდვილეში ბრალდებაა.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რას ემსახურება? ასეთი პრაქტიკა, ციხეებში არსებული მდგომარეობა დაკავშირებულია კონკრეტული ციხის მართვის სისტემასთან, რომელიც ადამიანის დათრგუნვაზე, მის ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე და მორალურ გატეხაზეა ორიენტირებული. ეს არ არის მოულოდნელი იმიტომ, რომ ამას ვხედავთ ყოველდღე, როგორც ქართული ოცნების“ მმართველობის მანერას და სტილს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა