ვოლოდიმირ ზელენსკი - ბულგარეთის წყლებში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს - დადგინდა, რომ ეს კომბინირებული რუსული თავდასხმა იყო საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით

რუსეთმა ბულგარეთის ორი სამოქალაქო გემი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს არანაირი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ ზღვის ამ მონაკვეთში.

„ჩვენი დაზვერვა და სპეცსამსახურები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ ყველანაირი ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაადგინონ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე კიდევ ერთ თავდასხმაზე. გასულ ღამეს ბულგარეთის წყლებში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს. ერთი ჩაიძირა, ხოლო მეორემ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას, ვინც დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს არანაირი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ ზღვის ამ მონაკვეთში. სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ეს უახლესი ტრაგედია რუსეთის იმ მცდელობის კიდევ ერთი ნაწილია, რომ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი ნაოსნობისთვის სრულიად უვარგისად აქციოს.

ყველა დეტალი გადავამოწმეთ ბულგარულ მხარესთან. ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები დაუკავშირდნენ თავიანთ ბულგარელ კოლეგებს და დადგენილ იქნა, რომ ეს კომბინირებული რუსული თავდასხმა იყო საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით.

ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ჩვენს დაზვერვას და სხვა სამსახურებს დავალება მივეცი, რომ ჩვენს პარტნიორებთან მაქსიმალურად სრულად მოახდინონ კოორდინაცია - რათა როგორც მათ, ასევე ჩვენ საკუთარი თავის დაცვის უფრო დიდი შესაძლებლობები გვქონდეს“, - წერს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა