დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედური არჩევნების მონიტორინგისთვის ეუთო არ მიიწვია

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, მკვეთრად ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს, - ასე ეხმაურება სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ეუთოს სადამკვირვებლო მისია აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე არ მიეწვია.

“ვიყავი არჩევნების ოფიციალური დამკვირვებელი საქართველოში 2012 წელს და ბოსნია და ჰერცეგოვინაში (2022 წელს); შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა არჩევნების სანდოობის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად. ეუთო სწორედ ამას აკეთებს. ეს არის გაერთიანება — რომელიც შეერთებული შტატების უახლოეს მოკავშირეებს აერთიანებს — და რომელმაც იკისრა ვალდებულება, დაიცვას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტები. მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებული შტატები თავადვე იცავდეს იმავე სტანდარტებს, რომელსაც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული სახელმწიფოსგან მოველით”, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

სენატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA). ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა