რუსთავში ახალი საპატიმრო გაიხსნება

რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულებს 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.

მათივე ცნობით, ახალი დაწესებულება 150 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

„რუსთავში უახლოეს თვეებში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად, უკვე დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დაწესებულებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკადრო რესურსი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საშტატო ნუსხა. შესაბამისად, მომავალი, 2027 წლის დასაწყისში ახალი დაწესებულება უკვე მზად იქნება მსჯავრდებულთა მისაღებად,“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე