რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კათოლიკეები რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ.
მათი ცნობით, სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა.
„ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ 7 ოქტომბერი სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.