ირაკლი კობახიძე - კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება - დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა

კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მაია ბითაძეს კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, მინდა ვუსურვო მას წარმატებები. კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მაია ბითაძეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე