ივანე ჩხაიძე - ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ბავშვებში კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია - ამ ვირუსს არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, არ ხასიათდება მძიმე გართულებებით

ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია -კოკსაკის ვირუსის მართვა ხდება დამხმარე თერაპიით - სიცხის საწინააღმდეგო საშუალებებით, სითხის მიღებითა და კანის მოვლით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.

„კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი. განსაკუთრებული მატება აღინიშნება თუ არა, ამის თქმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს კლინიკური ან ლაბორატორიული დადასტურება, რაც NCDC-ის მიერ ხდება.

კოკსაკი არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.

კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, ეს არის თვითლიმიტირებადი და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.

მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა.

სტატისტიკის გათვალისწინებით, ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის აქტიურობა მაღალია. აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი კოკსაკი ყველაზე მეტად აქტიურია.

ჩვენი კლინიკის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვქონია არცერთი მძიმე შემთხვევა, რომლის უკან კოკსაკის ვირუსი იდგა. ჩვენ ვაკეთებთ მძიმე შემთხვევებში ვირუსების იდენტიფიცირებას, ვინაიდან იაშვილის კლინიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენი ბაზაა. განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ არსებობს, რომ კოკსაკით გამოწვეული დაავადება მომატებულია“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე