ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

ტერაბანკი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) თანამშრომლობას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 მილიონი ევროს მოცულობის ახალი ფინანსური რესურსი მოიზიდა.

ახალი რესურსით მცირე და საშუალო ბიზნესები გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებენ, რაც მათ ინვესტიციების განხორციელებასა და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. BSTDB-სთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართულ ბიზნესებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ზრდაში. ახალი ფინანსური რესურსი ამ თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით“, — აღნიშნა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

სასესხო ხელშეკრულებას ტერაბანკისა და BSTDB-ის წარმომადგენლებმა 6 ოქტომბერს, თბილისში, „BSTDB Dialogues“-ის ფარგლებში მოაწერეს ხელი. ტერაბანკი BSTDB-სთან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით უკვე მესამედ თანამშრომლობს.

„მოხარული ვართ, რომ ტერაბანკთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვამყარებთ. 5 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ფინანსური რესურსი ქართულ ბიზნესებს დაეხმარება, მიიღონ დაფინანსება ახალი ინვესტიციებისთვის, გააფართოონ საქმიანობა და გამოიყენონ საერთაშორისო ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“, — განაცხადა BSTDB-ის საბანკო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა.

ტერაბანკისა და BSTDB-ის პარტნიორობა საქართველოში კერძო სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაზრდას ემსახურება.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე