ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი „ინტერპრესნიუსთან“ იმ პროექტებს ასახელებს, რომლებზეც საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად მიმართა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში იმ პროექტების დეტალებზე საუბრობს, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების გრანტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად მიმართა.

როგორც ნაუმანის ფონდში აცხადებენ, მათი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა რაიმე ერთი პოლიტიკური საკითხის გარშემო მუშაობით ან რაიმე ტიპის აქტივობით.

ფონდში განმარტავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი წარდგენილი განაცხადი მოიცავდა დაგეგმილი აქტივობების დეტალურ პროგრამას, რომელიც ფარავდა მთელ რიგ სფეროებს, რა მიმართულებითაც ნაუმანის ფონდი საქართველოში ტრადიციულად აქტიურობდა.

„მოხარულები ვართ მეტი სიცხადე შევძინოთ იმ განაცხადს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ.

განაცხადი მოიცავდა დაგეგმილი აქტივობების დეტალურ პროგრამას, რომელიც ფარავდა მთელ რიგ სფეროებს, რა მიმართულებითაც ნაუმანის ფონდი საქართველოში ტრადიციულად აქტიურობდა.

ეს მათ შორის გულისხმობდა სამოქალაქო და დემოკრატიულ განათლებას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ახალგაზრდობისა და ლიდერობის განვითარებას, ეკონომიკურ და სამეწარმეო განათლებას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, კულტურულ აქტივობებს, კვლევასა და საჯარო დისკუსიას, ისევე როგორც რეგიონულ თანამშრომლობას.

პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა ფორმატს, როგორებიცაა საგანმანათლებლო პროგრამები, ექსპერტული დისკუსიები, კონფერენციები, პუბლიკაციები, კვლევითი აქტივობები, კულტურული და მედიასთან დაკავშირებული პროექტები. აქტივობები აღწერილი იყო მათი ძირითადი მიზნებისა და განხორციელების დაგეგმილი ვადების მიხედვით.

პროექტები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყო. მათი უმეტესობა შესაბამისი პროგრამული პერიოდისთვის დაგეგმილი აქტივობა იყო, ზოგიერთი კი უკვე არსებულ ფორმატებს ან მიმდინარე საქმიანობას ეფუძნებოდა. მაგალითად, ერთი პროექტი განაცხადის წარდგენამდეც კი იყო დაწყებული, მაშინ როდესაც სხვა აქტივობები ჯერ კიდევ დაგეგმვის ან შემუშავების ეტაპზე იმყოფებოდა“,- ნათქვამია ნაუმანის ფონდის მიერ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში.

ფონდში განმარტავენ, რომ პროგრამა, რომელიც მათ წარადგინეს, ასევე, გულისხმობდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და დიალოგში წვლილის შეტანას.

„უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, პროგრამა ასახავდა ფონდის გრძელვადიან საგანმანათლებლო, სამოქალაქო და პროფესიულ საქმიანობას საქართველოში. ეს ასევე გულისხმობდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიალოგსა და თანამშრომლობაში წვლილის შეტანას. ფონდი არ შემოიფარგლებოდა რაიმე ერთი პოლიტიკური საკითხის გარშემო მუშაობით ან რაიმე ტიპის აქტივობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში მუშაობა ოთხმა გერმანულმა ფონდმა - კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მუშაობა შეაჩერა და ოფისი დახურა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე