შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - დებატობენ ისინი, ვის ხელშიც ოპოზიციური პარტიები იარაღია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში - „იუკნევიჩიანები“ და მსგავსი უცხო ძალები, რომლებიც იყენებენ და ფარულად აფინანსებენ პარტიებს

თავისთავად ისინი დებატობენ, ვის ხელშიც ოპოზიციური პარტიები იარაღები არიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში - „იუკნევიჩიანები” და მსგავსი უცხო ძალები, რომლებიც იყენებენ და ფარულად აფინანსებენ ამ პარტიებს, რა თქმა უნდა, მათ დებატები ექნებათ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ევროკომისიის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ფინანსდებიან, რადგან საქართველოში განახორციელონ მათი დღის წესრიგი და არა ის დღის წესრიგი და არა ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე დღის წესრიგი.

“თავისთავად ისინი დებატობენ, ვის ხელშიც ოპოზიციური პარტიები იარაღი არიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. გასაგებია, რომ “იუკნევიჩიანები” და მსგავსი უცხო ძალები, რომლებიც იყენებენ და ფარულად აფინანსებენ ამ პარტიებს იმისათვის, რომ საქართველოში განახორციელონ მათი დღის წესრიგი და არა ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, მათ დებატები ექნებათ. შევიჭერით იმ სფეროში, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენას ახდენდნენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიების მეშვეობით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზეც და განაცხადა, რომ “ჯერ კიდევ 1995 წლიდანვე წერია კონსტიტუციაში, რომ იმ პარტიებს, რომლებიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურები არიან, პარტიულ ლანდშაფტში ადგილი არ აქვთ. ასე რომ, პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენეს”.

“თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და დემოკრატიამ ანტიდემოკრატიული ძალებისგან თავი უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდანვე წერია, რომ იმ პარტიებს, რომლებიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურები არიან, პარტიულ ლანდშაფტში ადგილი არ აქვთ. ასე რომ, პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლება გამოვიყენეთ. მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის ძალიან დასაბუთებული. ამას დიდი იურისტობა არც სჭირდება, საზოგადოება ისედაც ხედავს, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც წლებია ცდილობენ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების დამხობას, არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის პროცედურასა და ინსტრუმენტს, თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის ძალებთან, უცხო სპეცსამსახურებთან, დაკავებულები არიან საქართველოს დაზიანებით და ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა მთავრობები სადამსჯელო ღონისძიებებზე დაიყოლიონ. ამას სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება, რომ ადამიანმა დაასკვნას, რომ ესენი არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები. ამიტომ ჩვენ ველით საკონსტიტუციო განხილვებს, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება რამდენად მყარი იქნება ჩვენი არგუმენტები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე