აშშ-ში ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა, გონზე მოვიდა და საუბრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატების ინფორმაციით, 50 წლის პაიკი საავადმყოფოს საწოლს ხელბორკილებით არის მიჯაჭვული, მიუხედავად ხელებზე მიღებული იმ დაზიანებებისა, რომლებიც სასიკვდილო ინექციის შეყვანისთვის საჭირო ვენურმა კათეტერებმა გამოიწვია.
„მისი პროგნოზები მკაფიო არ არის, თუმცა, სულ მცირე ხანგრძლივ გამოჯანმრთელების პროცესს ველით“, - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის ორჯერ შეყვანის შემდეგ გადარჩა და ის და ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის წამებისთვის და მკვლელობისთვის აქვს მისჯილი. დანაშაულის ჩადენისას პაიკი 18 წლის იყო. საქმეს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ დროს გავრცელებული ე.წ. „სატანისტური პანიკის“ ფონზე გარდაცვლილის სხეულზე პენტაგრამა იყო ამოკვეთილი.
სიკვდილით დასჯის აღსრულების შემთხვევაში, პაიკი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი გახდება, რომელსაც ტენესის შტატში სიკვდილით დასჯიან.