ახალი თეატრალური სეზონი დაიწყო - სპექტაკლების ბილეთებს TKT.GE-ზე მარტივად შეიძენთ

თეატრალური სეზონი დაიწყო. მაყურებელს განსაკუთრებით დატვირთული და მრავალფეროვანი სეზონი ელოდება. TKT.GE თეატრისმოყვარულებს ბილეთების შეძენის კომფორტულ და სწრაფ სერვისს სთავაზობს.

TKT.GE-ზე მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას როგორც პრემიერების, ასევე უკვე საყვარელი სპექტაკლების შესახებ, შეარჩიოს ადგილი დარბაზში და სულ რამდენიმე წამში შეიძინოს ბილეთი სახლიდან გაუსვლელად.

„თეატრალური სეზონის დაწყება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. TKT.GE-ს ახალი სეზონი მრავალფეროვან არჩევანს ნიშნავს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გაბრიაძის, რუსთაველის, თუმანიშვილის, თავისუფალი თეატრის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის,ზუგდიდის თეატრის, საბავშვო მუსიკალური თეატრის, ქალაქის თეატრის, თეატრი სახელოსნო 42-ის, სოხუმის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ბილეთები. კლასიკური დრამიდან, თანამედროვე დადგმებამდე, საბავშვო სპექტაკლებიდან ექსპერიმენტულ თეატრამდე - ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელი სასურველ წარმოდგენას მარტივად მოძებნის. მიმდინარე

რეპერტუარი და ანონსების ნახვა შესაძლებელია TKT.Ge-ის „თეატრის“ გვერდზე.“ - აცხადებენ TKT.GE-ზე.

რატომ უნდა შეიძინოთ ბილეთები TKT.GE-ზე?

  • სრული აფიშა - სპექტაკლების განრიგი და სიახლეები ერთ სივრცეში;
  • არჩევანის საშუალება - დარბაზის ინტეგრირებული რუკა საშუალებას გაძლევთ, ზუსტად შეარჩიოთ სასურველი ადგილი;
  • სწრაფი და უსაფრთხო გადახდა - ციფრული ბილეთი გადახდისთანავე აისახება თქვენს პირად გვერდზე.

TKT.GE მხოლოდ ბილეთების გაყიდვის პლატფორმა არ არის. ის საქართველოში ყველაზე მასშტაბური ციფრული ჰაბია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით ღონისძიებებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

TKT.GE კომპანია „თინეთის“ ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც საქართველოში წამყვან ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს და 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე