მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, „იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“.

სარჯველაძის თქმით, ბაზის გადამოწმების პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით გრძელდება. სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება, დაიზოგება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.

„ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება და ვის შესაძლოა არ ესაჭიროება ის მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და არ აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ეს პროცესი გრძელდება, აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს ამასთან დაკავშირებით, გადამოწმდა არა მხოლოდ 65 000[ოჯახი], არამედ გავცდით ამ რიცხვს და 80 000-ს ოჯახს აღწევს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რეგისტრირებული იყო 184 000 ოჯახი, ვინც შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო. იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება. გადათამაშებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ამ დრომდე შეიძლება ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს, შემოწმების შედეგად შეიძლება დაბალი დაუფიქსირდეს ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორებია. საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და რა თქმა უნდა, იქ არის მკაფიო კრიტერიუმები და არითმეტიკული სიზუსტით ხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შეფასება.

რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ეს არ არის შემოწმების ერთადერთი პროცესი, ეს ბაზა აბსოლუტურად ცოცხალია, მუდმივად ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვიღაც ახალი ემატება, ვიღაც გადის ამ ბაზიდან, ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული მლნ ლარზეა ლაპარაკი, რომელიც დაიზოგება, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება. ამ ეტაპზე, გვაქვს ამის გადაჭრით თქმის შესაძლებლობა. დაახლოებით, 30 000-ზე მეტი, 35 000-მდე არის რიცხვი ოჯახების, რომლებსაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული“, - აცხადებს სარჯველაძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე