ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ - ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „გარდიანი“ ავრცელებს.

ზელენსკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პრილუკის, დნიპროს, კრემენჩიკის, ზაპორიჟიას და კიევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 34-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

„ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტები უდიდეს გამოწვევად რჩება.

„საჰაერო თავდაცვის პაკეტი ჩვენთვის ახლა უკიდურესი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვეძებთ რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და აუცილებლად უნდა დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე აქ, უკრაინაში“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე