გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევაში მონაწილეობენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორების: ვახტანგ ჭარაიას, თენგიზ თაქთაქიშვილის, გიგა თვაურისა და მარიამ ლაშხის, როგორც ექსპერტების, მონაწილეობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევით საქმიანობაში გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,WEF-ის ახალი კვლევა გენდერული თანასწორობის გლობალურ მდგომარეობასა და ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებს აფასებს.

„Global Gender Gap Report გენდერულ თანასწორობას ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს: ეკონომიკური მონაწილეობა და შესაძლებლობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ასევე, პოლიტიკური გაძლიერება. ანგარიშის მიხედვით, საქართველო გენდერული თანასწორობის ინდექსში 145 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს, ხოლო გენდერული სხვაობის 72.7% აქვს აღმოფხვრილი. საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონულ ჯგუფში იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც გლობალური რეიტინგის პირველ ასეულში შედის. 2026 წლის ანგარიშში გლობალურად გენდერული სხვაობის 69.2% არის აღმოფხვრილი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია: Global Gender Gap Report 2026

World Economic Forum (WEF) არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის, მთავრობის, აკადემიურ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გლობალური, რეგიონული და ინდუსტრიული დღის წესრიგის სკითხების შესახებ დიალოგისა და თანამშრომლობისათვის. ორგანიზაცია 1971 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი კი ჟენევაში, შვეიცარიაში, მდებარეობს. WEF-ის საქმიანობა მოიცავს გლობალური ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების კვლევას, ანალიზსა და სხვადსხვა სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე