ლაშა ფარულავა - კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავლის გარეშე შეისყიდის - სწორედ ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლისა და შესაძლო კორუფციული ინტერესების შესახებ კითხვების გამო უჩა მამაცაშვილმა მე და ვასო ურუშაძეს გვიჩივლა

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავლის გარეშე შეისყიდის და მხოლოდ შუამავლის ჩახსნით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს. ეს განცხადება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლისა და შესაძლო კორუფციული ინტერესების შესახებ დასმული კითხვების გამო უჩა მამაცაშვილმა მე და ვასო ურუშაძეს სასამართლოში გვიჩივლა- თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, მაშინ უნდა გაირკვეს: რატომ გვჭირდებოდა ეს შუამავალი წლების განმავლობაში? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „კორუფციულ სქემაზე“ გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავლის გარეშე შეისყიდის და მხოლოდ შუამავლის ჩახსნით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს. ეს განცხადება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლისა და შესაძლო კორუფციული ინტერესების შესახებ დასმული კითხვების გამო უჩა მამაცაშვილმა მე და ვასო ურუშაძეს სასამართლოში გვიჩივლა.

საქმე ეხებოდა მარტივ საკითხს, რატომ სჭირდებოდა სახელმწიფოს ელექტროენერგიის შესყიდვისას კერძო შუამავალი და ვის ინტერესს ემსახურებოდა ეს სქემა?

ამ ისტორიაში ფიგურირებდა „Elgreen Holdings Incorporated“, რომელიც ზურაბ ნოღაიდელთან და სულხან პაპაშვილთან იყო დაკავშირებული, ასევე შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტიორად და საბითუმო მიმწოდებლად ოპერირებდა.

იყო „Lux Energy Trading“-იც, რომლის დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე მანამდე, 2017-2020 წლებში, სახელმწიფო ESCO-ს გენერალური დირექტორი იყო.

ამავე პერიოდში უჩა მამაცაშვილი „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე იყო და როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სატელევიზიო ინტერვიუში, მისი დავალებით აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ საკითხებში იყო ჩართული.

სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი ამტკიცებდა, რომ შუამავალი სარგებელს არ იღებდა, ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის ხელსაყრელ ფასად შემოდიოდა და მოსახლეობა ამ გარიგებით არ ზარალდებოდა. მსგავსი პოზიცია ჰქონდათ დავით ნარმანიასა და ენერგეტიკის სფეროს სხვა ხელმძღვანელ პირებსაც.

დღეს კი თავად „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შუამავლის ჩახსნით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს. აქ უკვე ძალიან კონკრეტული წინააღმდეგობა ჩნდება:

თუ შუამავალი სახელმწიფოს არაფერს უძვირებდა, როგორც სასამართლოში ამტკიცებდნენ, მაშინ რატომ ვზოგავთ დღეს მისი ჩახსნით მილიონებს? თუ დღევანდელი განცხადება სწორია, მაშინ უნდა გაირკვეს, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს სასამართლოში მიცემული ჩვენებები. თუ სასამართლოს შეგნებულად მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, ეს უკვე გამოძიების საკითხია.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჩემს საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი რევაზ ნადარაიამ მოაწერა.

დღეს კი ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა, იმ სასამართლოს ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების გაუქმების საკითხსაც განიხილავს. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლის არსებობამ მომხმარებლისთვის დენის ტარიფი გაზარდა და ამის უკან კორუფციული ინტერესები იდგა.

დღეს კობახიძემ ფაქტობრივად იგივე თქვა! ანუ, გამოდის, რომ მართალი ვყოფილვარ. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო უსამართლობის ინსტრუმენტად და ივანიშვილის მომსახურე კანტორად არის ქცეული.

თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, მაშინ უნდა გაირკვეს:

რატომ გვჭირდებოდა ეს შუამავალი წლების განმავლობაში? ვის რჩებოდა ეს ფული და ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს?

დიახ, დაიწყეთ გამოძიება გენერალურ პროკურატურაში ამ კორუფციულ სქემაზე და დაკითხვაზე დაიბარეთ ბიძინა ივანიშვილი და მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი“, - წერს ლაშა ფარულავა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე