საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრის უფროსმა არჩილ ქავთარაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მემორანდუმი მხარეებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ პროფესიული და აკადემიური მიმართულებების განვითარებას, შესაბამისი სფეროს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობების გაფართოებას.

თანამშრომლობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, ტრენინგების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება. მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადების მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებასა და პრაქტიკას.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების მომზადებას და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებას. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმის გაფორმება სამომავლო ერთობლივი საქმიანობისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. მისივე შეფასებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, აკადემიური და სამეცნიერო რესურსი პრაქტიკულ საჭიროებებს დაუკავშიროს. ამ მიმართულებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა სტუდენტებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ როგორც საგანმანათლებლო მიმართულებები, ისე პროფესიული უნარები და ხელი შევუწყოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე